მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილი შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ასევე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზეც იმსჯელებს. დაცვის მხარე თავისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს, ალტერნატივის სახით კი – სხვადასხვა ოდენობის გირაოს. პროცესს ბრალდებულთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერებიც ესწრებიან.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.