ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას 1-ელ და 6 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. სანიკიძის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალები პროცესამდე არ ჩაბარებია, შესაბამისად, დეტალები უცნობია. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, სანიკიძეს 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის გადახდასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ აპირებს. ცნობისთვის, ჯამურად, სანიკიძეს 7 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ედავებიან – რომლის სანქციაც, ჯამში 35 000 ლარია, მათ შორის 5 საქმე ადვოკატის მიერ უკვე გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში.