თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა 1 მაისისთვის გადაიდო. მანამდე კი დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. სახელმწიფო ბრალდებამ ისაუბრა საქმეში არსებულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები აქციაზე აორგანიზებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რითაც დაზიანდა სახელმწიფო ქონება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეების ჯანმრთელობას, მათ შორის სამართალდამცველების. დაცვის მხარის ნაწილმა კი ბრალდებულების მიმართ წარდგენილი მუხლის უსაფუძვლობაზე გაამახვილა ყურადღება. პროცესზე თავად ანდრო ჭიჭინაძემაც ისარგებლა სიტყვის უფლებით და პრემიერ-მინისტრის ერთი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.