თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც დაცვის მხარეც ისარგებლებს შესავალი სიტყვებით. ასევე სიტყვის უფლებით ისარგებლებენ თავად ბრალდებულები. დღევანდელი სხდომა კვლავ ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაცვის მხარეს შუამდგომლობა აქვს წარდგენილი, რათა ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცეთ. შეგახსენებთ რომ
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.