სასამართლო პროცესი

12:21, 06.03.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს საქმე არსებით განხილვას გადაეცეს თუ არა. ასევე სასამართლო იმსჯელებს საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. პროცესის პარალელურად, სოლიდარობის მიზნით შეკრებილები არიან ბრალდებულთა მხარდამჭერები.

მსგავსი