თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის პროცესი გაიმართა. მას პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელი გამოიკითხა, რომელმაც აღნიშნა რომ დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ბრალდებულმა მის მეწყვილე პოლიციელს ვახტანგ გაბუნიას, დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ანატოლი გიგაურის მიერ ჩადენილი ეს ქმედება იყო მხოლოდ მოგერიებითი ხასიათის, რადგან პოლიციელმა მისი მისამართით ფიზიკურად იძალადა. შეგახსენებთ, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სასამართლო პროცესს გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.