სასამართლო პროცესი

ხმაური იყო თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის საქმის განხილვაზე სასამართლოში.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა 20 მარტისთვის გადაიდო. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მისი თქმით, კიკნაძის განცხადებას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და რამდენჯერმე განცხადების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მისი აცილების შუამდგომლობა. ადვოკატი საქმიდან აცილებას რამდენიმე გარემოების საფუძველზე ითხოვდა. ინტერესების დამცველის თქმით, მოსამართლე სანქცირებულია, ასევე მან არ გადასცა საქმის მასალები, რომ ექსპერტიზა დაენიშნა, რითაც დაირღვა კიკნაძის უფლებები. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობისგან განსხვავებით დააკმაყოფილა პროცესის გადადების მოთხოვნა და ადვოკატს შესაძლებლობა აქვს ექსპერტიზა დანიშნოს. კიკნაძეს 25 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე აკრძალული საგნის, კერძოდ ქვის ტარებაში ედავებიან. ადვოკატი ამბობს რომ სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ვიდეოში ასახული ნივთი არის თუ არა ქვა. მეორე მხარემ, შსს-მ კომენტარი არ გააკეთა.