სასამართლო პროცესი

კოალიცია „ცვლილებისთვის“, ორგანიზაცია „ნაბიჯის“, ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეების, სულ 11 მოქალაქის ადმინისტრაციულ საქმეს რამდენიმე საათი განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე ზვიად ცეკვავა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 16 დეკემბერს გამოაცხადებს.

მათ 10 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. ორგანიზებაში ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, თუმცა იმის გამო, რომ გვარამია სხვა საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, დღევანდელ პროცესზე ის არ ყოფილა და მისი საქმე მოსამართლემ ცალკე გამოყო. გვარამიას საქმეს 23 დეკემბერს განიხილავენ. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქუჩები აქციის მონაწილეებმა ხელოვნურად გადაკეტეს, დემონსტრანტების რაოდენობა არ საჭიროებდა ქუჩების გადაკეტვას და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა პოზიციას, მათი ადვოკატების განცხადებით, აქციაზე იყო ათასობით მონაწილე და ფიზიკურად ტროტუარზე ვერ განლაგდებოდნენ, შესაბამისად, ქუჩების გადაკეტვა იყო ლეგიტიმური. ადვოკატების თქმით, მათ შეკრების თავისუფლების და მანიფესტაციის ჩატარების უფლება აქვთ, მათ შორის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტრანსპორტის შეფერხებით თუ ხალხის რაოდენობა ამის საჭიროებას იძლევა, მეორედ დადგა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა, პირველად ამის საფუძველი შსს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილება გახდა ვიდეომასალის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არ იცნობდნენ ამ მასალებს და საქმეს არ უნდა დართვოდა, მეორედ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საფუძველი მოწმების დაკითხვაზე უარის თქმა გახდა. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.