„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, „ნაბიჯის“ წარმომადგენლის, ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა აქტივისტების,- სულ 11 პირის ადმინისტრაციულ საქმეს იხილავს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა.
მათ 10 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევის და ჭავჭავაძის გადაკეტვას ედავებიან. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქუჩები ხელოვნურად გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ საჭიროებდა ქუჩების გადაკეტვას და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა პოზიციას, მათი ადვოკატის თქმით, ქუჩების გადაკეტვა აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობით იყო განპირობებული და ეს ხელოვნურად არ მომხდარა.