სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის არიან საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ სამი მონაწილე სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვეს. სანდრო მეტრეველი კი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 2300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ნიკა სვანიძის პროცესი კი გრძელდება. სასამართლოში იმყოფებიან პროექტის სხვა მონაწილეები და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს. მათი თქმით, პროექტის სამივე მონაწილეს დაზიანებები აღენიშნება.