სასამართლო პროცესი

გასული წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო როგორც ბინის მეპატრონე, სადაც მზიდი კედელი დაანგრიეს, ისე ორი მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა. მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ექსპერტიზის დასკვნას და განაჩენს არ ეთანხმება ბინის მეპატრონის ადვოკატი და დავის გაგრძელებას ის ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს. ბათუმში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ნგრევას გასულ წელს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნგრევა ბინის რეკონსტრუქციის დროს საყრდენი კედლების გამოცლამ გამოიწვია.