სასამართლო პროცესი 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. ადვოკატები აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. საქმეზე დაკავებულები არიან ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები –  მამა-შვილი სურმანიძეები. სურმანიძეების ადვოკატის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ბინის მეპატრონე. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან აქცია გაიმართა. შეკრებილი იყვნენ დაზარალებული ოჯახები, რომლებიც დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე მიუთითებდნენ და სურმანიძეების ახლობლები, რომლებიც გამოძიების ობიექტურად წარმართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის – სამი ბავშვი. ნგრევის მიზეზად კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში წარმართული სარემონტო სამუშაოები სახელდება, რა დროსაც დაზიანდა ნაგებობის მზიდი კონსტრუქცია.