სასამართლო პროცესი

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ორი თანამშრომლის საქმეზე, სასამართლო პროცესი იწყება. ბრალდებულებს, დიმიტრი დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს უკვე აქვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ისინი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.