სასამართლო პროცესი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული პირების ადმინისტრაციულ საქმეზე, სასამართლოში სხდომას ელოდებიან.  დაკავებულები მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებლები და აქტივისტები არიან. მათი ადვოკატის ინფორმაციით, ისინი გუშინ რუსთაველის გამზირზე მაშინ დააკავეს, როდესაც აქციის ადგილზე ცეცხლის დასანთებად შეშა მიჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ რაიმე ტიპის სამართალდარღვევა მათ არ ჩაუდენიათ და დაკავების მოტივი აქციაზე არ არსებობდა. პარალელურად, სასამართლოში სხვა ადმინისტრაციული სხდომებიც იმართება, რომლებზეც განიხილავენ წინა კვირას საოლქო კომისიებთან გამართული აქციების დროს დაკავებულთა საქმეებს.