სასამართლო პროცესი

ძალადობაში ბრალდებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მან 30 იანვარს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს. ოთო შენგელია და ირაკლი ჭანტურია სასამართლომ დაზარალებულთა ცნო.