სასამართლო პროცესი

15:29, 12.11.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბარამიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე რუსული სტილით ბინძური ცილისწამებაა. როგორც ბარამიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, შეთითხნილი ბრალდების გამო ასამართლებენ. ბარამიძის თქმით, საქმე ეხება იმას, გააკეთა თუ არა კონკრეტული განცხადება და ამან მოუტანა თუ არა ზიანი ქვეყანას. დღეს სასამართლო პროცესზე შუამდგომლობებზე იმსჯელეს. პროცესი 3 დეკემბრამდე გადაიდო, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 12 სექტემბერს შეუფარდა.

მსგავსი