სასამართლო პროცესი

12:17, 25.06.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ხუთი მოწმე დაიკითხა. პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი ესწრება. მათი თქმით, „საქმე არის აბსურდული და მათ წინააღმდეგ 45-ტომიან საქმეში მტკიცებულებები არ დევს, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს“. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძის ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი – მილიონ-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

მსგავსი