საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 7 მოწმე დაიკითხა, მათ შორის გამომძიებლები, რომლებმაც პარტიების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. მოუსმენენ პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელსაც. პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი ესწრება. მათი მხრიდან აქცენტი ამავე საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე კეთდება. ნიკა გვარამია შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გათავისუფლდეს. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძის ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.