სასამართლო პროცესი
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს 4 საათის განმავლობაში დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის თქმით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს საქმეზე. შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.