სასამართლო პროცესი
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა, განაჩენი 20 მაისს გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სახელმწიფო ბრალდების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული. დაცვის მხარემ საქმეში არსებულ მოწმეებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმე შეკერილია. ასევე სხდომის ბოლოს, ლევან ხაბეიშვილმა განცხადების უფლებით ისარგებლა. მან ისაუბრა მასზე ძალადობისთვის დაკავებული ძალოვნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.