სასამართლო პროცესი
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დაიკითხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამი თანამშრომელი. დაცვის მხარის თქმით, ამ დრომდე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებით პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ბრალი არ დასტურდება. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.