სასამართლო პროცესი

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს არშემდგარი დამხობის საქმეზე დაკავებული პირების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, დაიკითხება 4 მოწმე, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი გამომძიებელი და ათონელის სასახლის მიმდებარედ დამწვარი კაფის მეპატრონე. დაცვის მხარის თქმით, საქმეში დაკავებული პირების წინააღმდეგ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს. მათი მხრიდან გაკეთებული საჯარო მოწოდებას კი – პოლიტიკურ განცხადებებად აფასებენ. დღეს დაცვის მხარემ დასაკითხ მოწმეთა ნაწილი უდავოდ ცნო, მათ შორის – დამწვარი კაფის მეპატრონის ჩვენება. ამ წუთებში კი ჩვენებას პოლიციის თანამშრომელი აძლევს, ვინც ამბობს, რომ ათონელის სასახლესთან, აქციის მონაწილეების მხრიდან დაზიანებები მიიღო. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით ედავება. მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.