სასამართლო პროცესი

12:32, 20.02.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მათი თქმით, ლევან ხაბეიშვილს სატელევიზიო სივრცეში გაკეთებულ დაპირებას და განცხადებებს ედავებიან. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბრალდების საქმეში რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი