სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე, მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, კერძოდ დამკავებელი სამართალდამცველები დაიკითხნენ. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეების მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმე პოლიტიკურია. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის უფლებითაც ისარგებლა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნაა დაწყებული. ასევე ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ოპოზიციისა და კრიტიკული არხების მუშაობაზე. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.