ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე იკითხება, ადვოკატების განცხადებით, ის სამართალდამცველები, რომლებმაც მურთაზ ზოდელავა დააკავეს. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.