4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. ამ წუთებში მსჯელობენ 15 პირის ბრალდების ეპიზოდზე. პროცესზე პროკურატურის ვიდეო-მტკიცებულებებს იკვლევენ. აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებიდან სამ პირს – ევა შაშიაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს აღკვეთ ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.