სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 56 პირის წინა სასამართლო სხდომები ამ დრომდე გრძელდება. ნაწილი დასრულდა. ბრალდებულების სამების განხილვა 4 სხვადასხვა სხდომათა დარბაზში იმართება. ერთ ნაწილთან მტკიცებულებების დასაშვებობა განიხილება, ზოგ შემთხვევას კი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზეც იმსჯელეს. პროკურორების თქმით, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან ბრალდებულებისგან არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხები. ადვოკატები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებს პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას – ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.