თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს აქციაზე დაკავებული 25 პირის პროცესი იწყება. პროცესები ორ ეპიზოდად დაიწყება, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. უფლებადამცველები დღეს სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. დაკავებულ პირებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.