21 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამუნა გიორგაძეს 3 500-ლარიანი, მურმან შელიას და ირაკლი ფიფიას კი 2 000-2 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. იმ 10-მდე პირის პროცესი კი, რომლებიც აქციაზე გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგობას ედავება. ამ დროისთვის დაკავებულები დიღმისა და ზაჰესის იზოლატორებში არიან მოთავსებულები, მათ შორის არის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი.