სასამართლო პროცესი

რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თამარ ფერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბრალდებულის უფლებადამცველის ერთ-ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ოთხ ნოემბრამდე გადადო. პოლიტიკოსი შსს-ს წარმომადგენლებმა დღეს დილით დააკავეს, თუმცა სადავო გახდა ის, რომ დაკავების ოქმში არ არის დაკავების ზუსტი დრო მითითებული, რის გამოც, ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გაიზიარა. ამასთან, პროცესზე ადვოკატმა საქმეში არსებული სამივე ვიდეომასალის ჩვენება მოითხოვა.