სასამართლო პროცესი

12:09, 29.08.2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი დღეს ადვოკატების დასკვნითი სიტყვით განახლდება. როგორც პროცესის დაწყებამდე უფლებადამცველებმა განაცხადეს, 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა და მეტიც, მათივე მტკიცებულებებით, მათ შორის საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებით, დადასტურდა, რომ ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ. ადვოკატების თქმით, არც აღნიშნული და არც სხვა მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატების დასკვნითი სიტყვების შემდეგ, 11 ბრალდებულს ექნება შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა. მუხლი რომელსაც მათ ედავებიან, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი