სასამართლო პროცესი

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. ამ წუთებში სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, შემდეგ რეპლიკების ეტაპია, დაგეგმილია არჩილ მუსელიანცის საბოლოო სიტყვაც. პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს მუსელიანცის ადვოკატს, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში არსებული ვიდეომასალა, არ არის ავთენტური. შეგახსენებთ, რომ არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ აღნიშნული სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება