სასამართლო პროცესი

აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ ენდობა. მისი თქმით,  ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო და მისთვის რთულია იმ მანდატურების ყურება, რომლებმაც მასზე იძალადეს. თავის სიტყვაში დათაშვილმა იძულებით დანიშნულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზასა და სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. დათაშვილი დაეთანხმა მისი უფლებადამცველის მერ დაყენებულ შუამდგომლობას, საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე. ბრალდებული და ადვოკატი აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს არ ენდობიან და საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ,  თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.