სასამართლო პროცესი 

18:18, 20.08.2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე დღეს დაცვის და ბრალდების მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს.

დასკვნითი სიტყვა თქვეს სერგეი კუხარჩუკის, რუსლან სივაკოვის და გიორგი ტერიშვილის ადვოკატებმა. სხვა ბრალდებულების დამცველები დასკვნით სიტყვას 26 აგვისტოს იტყვიან. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს , რვა თვიანი სასამართლო განხილვების დროს, პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, რომელიც დაკავებულთა დანაშაულს დაადასტურებდა. შესაბამისად დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვს და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ობიექტურობისკენ მოუწოდებს. საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარე. პროკურორმა ვაჟა თოდუამ სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები, გამოირჩეოდნენ სხვადასხვა აქტიური ქმედებებით, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის პიროტექნიკას. ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს. წარდგენილი მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი