სასამართლო პროცესი 

მოსამართლემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღკვეთის გადასინჯვა ადვოკატებმა მოითხოვეს და მიზეზად ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით, ბრალდებულების დანაშაულის გამორიცხვა დაასახელეს. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად ექსპერტიზის დასკვნები და მთავარი გამომძიებლის ჩვენება დასახელდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ონისე ცხადაძე და ანდრო ჭიჭინაძე გამოეხმაურნენ და მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. საპირისპირო აზრზეა ბრალდების მხარე. მათი განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევამ ბრალდებულთა დანაშაული დაადასტურა. იქამდე მოსამართლემ ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დამატებითი მტკიცებულების სახით დაურთო ექსპერტიზის დასკვნა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის, „ახალი ალტერნატივას“ დირექტორის, მარიკა ტოკლიკიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2025 წლის 30 ივლისს გაიცა, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ჯანო არჩაიას წინააღმდეგ ვიდეო დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მისივე თქმით, საგნების იდენტიფიცირება, რომელიც არჩაიას და გური მირცხულავას ხელში უჭირავთ შეუძლებელია.