მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ადვოკატების თქმით, წინა სხდომაზე დაკითხულმა საქმის მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეში ჯგუფურობა და დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. დამცველები მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.