სასამართლო პროცესი

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეები გამოიკითხებიან, სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომლები. დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლო პროცესები შვიდი თვეა გრძელდება და დღემდე არცერთ მოწმეს კონკრეტულ ბრალდებულზე არ უსაუბრია. მათი განმარტებით, საქმის მასალებშიც არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დაკავებული პირების ბრალეულობა დასტურდება. შეგახსენებთ, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების ფარგლებში დაკავებულ 11 პირს,  პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები ბრალს აბსურდულს უწოდებენ და არ აღიარებენ.