სასამართლო პროცესი

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს გამოაცხადა. საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა.  მისი განცხადებით, მადლობელია, რომ მიეცა საშუალება სამშობლოსთვის დაემტკიცებინა სიყვარული და ებრძოლა იდეისთვის.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ დარბაზში მყოფი საბა ჯიქიას მეგობრები და აქტივისტები.
19 წლის საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.