სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოაცხადებს. დღეს იყო საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა მოსამართლის განმარტებით, 12 საათზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებული 8 პირის პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, რის გამოც, ჯიქიას საქმეზე სხდომას ვეღარ გააგრძელებდა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას ვერ მოისმენდა. მანამდე კი დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვა თქვა დაცვის მხარემ და საბა ჯიქიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა. ადვოკატმა გააპროტესტა პროკურატურის მიერ იმ მოწმეების ჩახსნა, რომლებმაც მისი თქმით, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და შეკითხვებს იწვევდა. ბრალდების მხარე კი დასკვნითი სიტყვით წინა სხდომაზე წარდგა, ჯიქიას ბრალეულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებულმა წაქცეულ სპეცრაზმელს წიხლი ჩაარტყა. ჯიქიას 1-ელ დეკემბერს თავდასხმას ედავებიან, დანაშაული 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება.
მედია შეზღუდვას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ამოქმედებული ცვლილება ითვალისწინებს.