სასამართლო პროცესი

15:17, 26.06.2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები წინა პროცესზე მოსამართლის მიერ ბრალდებულებისთვის დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატების აცილების შუამდგომლობაზე მსჯელობენ. პროცესზე ყველა ბრალდებულმა უარი განაცხადა სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატების მიერ დაცვაზე. მათი თქმით, ჰყავთ კერძო ადვოკატები, რომლებსაც ენდობიან. ბრალდებულების პოზიცია გაიზიარეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა. მათი განმარტებით, ბრალდებულებთან შეხვედრის და კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი