სასამართლო პროცესი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პროცესებზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს.

მოსამართლემ ორივე პროცესზე, სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. დაცვის მხარემ კი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროცესებს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ დასწრებიან. დაცვის მხარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეებზე გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. რაც შეეხება ბრალდების  მხარის პოზიციას, პროკურატურა აცხადებს, რომ როგორც ბადრი ჯაფარიძისთვის, ასევე მამუკა ხაზარაძისთვის ცნობილი იყო, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები, შესაბამისად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

როგორც ბადრი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძეს, გამოძიება სისხლის სამართლის 349-ე მუხლს ედავება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.