თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. გამომძიებლებმა სასამართლოს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პროცესის დასაწყისში დარბაზში ხმაური იყო. სხდომაზე მისული ახლობლები და მხარდამჭერები ხმის პრობლემას აპროტესტებდნენ, რის გამოც მოსამართლემ დღევანდელი სხდომა დახურა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ აღნიშნული სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.