სასამართლო პროცესი

ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომაზე პროტესტი მოჰყვა.

დღევანდელ პროცესზე უნდა განხილულიყო მხარეების რეპლიკები, ასევე მოსამართლეს დაგეგმილი ჰქონდა განაჩენის გამოცხადება, მაგრამ პროკურორი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, რეპლიკების განხილვა აღარ მომხდარა და მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება გადადო.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. გირაოს პირობების დარღვევის, ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.