სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს გამოითხოვს გამომძიებელი. მოწმე ლევან ნიჟარაძის განმარტებით, ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში კონკრეტული ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები ჩანს. დაცვის მხარის კითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულების ვინაობა ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე იცოდა, რაც საბოლოოდ, ექსპერტიზითაც დადგინდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების ფარგლებში დაკავებულ 11 პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.