სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მას გამოძიება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. დაცვის მხარეს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. დღესვე ბადრი ჯაფარიძის პროცესიც არის ჩანიშნული, რომელსაც ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ამ საქმეზე შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვთ.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით #მოამბე