თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირს საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, უფრო კონკრეტულად, სამართალდამცველები იკითხებიან. აღნიშნული მოწმეები აქციების დროს დაშავდნენ. ასევე დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ერთ-ერთი მოწმის აცილებას ითხოვდა. ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, მოწმე დაკითხვამდე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, რაც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძეს, ცხადაძესა და კიდევ 9 პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.