სასამართლო პროცესი

15:30, 14.05.2025

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში. სხდომაზე ბრალების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, დაიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი სამართალდამცველი ნიკოლოზ ხურცილავა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა მძიმე ნივთებს ისროდნენ, თუმცა მას არ დაუნახავს ვინ მიაყენა დაზიანება. ამ წუთებში კი საქმეში დაზარალებულად ცნობილი კიდევ ერთი პოლიციელი, ივანე კაპანაძე იკითხება. ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი