სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირის საქმეზე, სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე, სამართლდამცავები დაიკითხნენ. მათი ჩვენება დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ადვოკატების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენებები ერთმანეთთან შეათანხმეს. ექვსივე ბრლდებული ადმინისტრაციულ გადაცდომას გამორიცხავს.

ჭავჭავაძის გამზირზე აქცია, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ გაიმართა.

საქმეზე მომდევნო პროცესი 15 მაისს ჩაინიშნა.