მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ ოთხ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუასა და გურამ მირცხულავას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციებში მონაწილეთა პროცესები საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობაში, მის გარეთ და ასევე სხდომათა დარბაზში თეატრისა და კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დღესვე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიასა და ანზორ კვარაცხელიასაც.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით სასამართლოდან.