სასამართლო პროცესები

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. ამ წუთებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა ჭალიძის და მასთან ერთად დაკავებული ათამდე პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მათ გამოძიება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ კი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. საუბარია 17 ნოემბერს, ხელ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ აქციაზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა ჭალიძე მიმდინარე პროცესს დაშინების მცდელობად აფასებს. პროცესს ესწრება ადვოკატი ბექა კვინიკაძეც, რომელიც არის როგორც უფლებადამცველი და ასევე მონაწილე, რადგან მასაც გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
18 წლის გოგონას უფლებებს იცავს კიდევ ერთ უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძე. მისი თქმით საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს და ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. აღნიშნული მუხლი, ადმინისტრაციული დამტკიცების შემთხვევაში, 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.